ნოემბერში ‘დინამოზე’ და ‘მესხზე’

06.10.17

© გიორგი დანელია/COPTER.GE

 

  • საქართველო - კანადა | დინამო არენა
  • საქართველო - აშშ | მიხეილ მესხის სტადიონი
  • უელსი-საქართველო | პირდაპირი რეპორტაჟი იმედზე

 

2017 წლის ნოემბრის ტესტ სერიამდე 5 კვირა რჩება. დიდ 10-ში მოასპარეზე ბორჯღალოსნები შევარდენზე ემზადებიან. უახლოეს მომავალში მათ ლეგიონერებიც შეურთდებიან. მანამდე კი, დადასტურდა ნოემბრის საშინაო ტესტების სტადიონები და მატჩების დაწყების დრო.

 

წლის დამაგირგვინებელ საერთაშორისო ტესტ-სერიის პირველ მატჩში ბორჯღალოსნები კანადას წინააღდეგ 11 ნოემბერს, ‘დინამო არენაზე’ ითამაშებენ, რომელიც 18 საათზე დაიწყება.

 

პირველი ტესტის შემდეგ ბორჯღალოსნები კარდიფისკენ აიღებენ გეზს, სადაც 18 ნოემბერს ჩვენ ნაკრებს უელსი 75-ათასიან ‘ფრინსიფალითი სთედიუმზე’ (ყოფილი მილენიუმი) უმასპინძლებენ. მატჩი საქართველოს დროით დროით 18:30 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია იმედი განახორციელებს.

 

2017 წლის სეზონს ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს შინ, აშშ-ს ნაკრებთან ტესტით დაასრუკებენ. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე 18 საათძე გაიმართება.

 

11 და 25 ნოემბრის ტესტ-მატჩების ბილეთების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ, ხოლო ვვინც უელსში აპირებს ბორჯღალოსნების საქომაგოდ გამგზავრებას მატჩის ბილეთების შეძენა აქ შეუძლიათ

 

მეტოქეების შესახებ

 

კანადასთან აქამდე 6-ჯერ გვითამაშია - 3-ჯერ კანადაში, ერთხელ ნეიტრალურ მოედანზე (2015 წლის მსოფლიო თასისთის მოსამზადებელ საკონტროლო მატჩში) და 2-ჯერ თბილისში. გუნდებმა 3-3 გამარჯვება მოიპოვეს. ბოლოს კანადას ივნისის ტესტებზე ქალგარიში ვესტუმრეთ და 13:0 გაიმარჯვეთ

 

უელსთან ეროვნული ნაკრების დონეზე არასდროს გვითამაშია (აქამდე მხოლოდ ‘ა’ ნაკრებს ვეთამაშეთ 2012 წელს გასვლაზე). სამაგიეროდ, ჩვენთვის უცხო არაა ‘მილენიუმ სთედიუმი’, სადაც 2015 წლის მსოფლიო თასზე ქართული რაგბის ისტორიაში ვეთამაშეთ ახალ ზელანდიას.

 

აშშ-ს 5-ჯერ ვეთამაშეთ - 3-ჯერ სტუმრად და 2-ჯერ საქართველოში. ამ მომენტისთვის მოგება-წაგების ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა (3:2) და 25-ში გათანაბრების შანსი გვექნება. ‘არწივებს’ ბოლოს ივნისში ამერიკული ტურნეს ფარგლებში, ატლანტაში ვეთამაშეთ და 21:17 ვძლიეთ. მათი ბოლო სტუმრობა 2013 წელს, რუსთავში შედგა და ის თამაში მეტოქემ ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმის წყალობით 25:23 მოიგო.