განვითარების ჯგუფის განცხადება

24.05.18

 

 

საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი 2018 წლის 4 ივნისს  იწყებს მწვრთნელთა მომზადების მეორე დონის სემინარს.

 

სემინარები გაიმართება „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე, დაიწყება 10 საათზე და დასრულდება 8 ივნისს.

 

სწავლება ფასიანია და მისი საფასური შეადგენს 170 (ას სამოცდაათ) ლარს.

მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 29 მაისამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები ელექტრონული ფორმით მისამართზე: development@rugby.ge

 

1.      სარეკომენდაციო წერილი (იხ. თანდართული ფორმა)

2.      განაცხადი (იხ. თანდართული ფორმა).     

3.      სწავლების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთის ასლი (იხ. თანდართული სრკ საბანკო რეკვიზიტები)

საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი