ბორჯღალოსნები ოკეანეთში გაემგზავრნენ

01.06.18

 

‘დინამო არენაზე’ ‘ფრანგი ბარბაროსების’ 16:15 დამარცხების შემდეგ, ბორჯღალოსნები გაემგზავრნენ. დაახლოებით 31-საათიანი ვოიაჟის შემდეგ, ისინი დანიშნულების ადგილზე ჩავლენ და ‘წყნარი ოკეანის თასის’ ორი და იაპონიასთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის მზადებას სუვაში გააგრძელებენ.

 

ბოლო ორ წელიწადში ბორჯღალოსნები ოკეანეთში მეორედ გაემგზავრნენ. 2016 წლის ტურნე ჩვენი გუნდისთვის წარმატებული აღმოჩნდა. აპიაში სამოასთან ფრედ დამთავრებული (19:19) მატჩის შემდეგ, მილთონ ჰეიგის შეგირდებმა სუვაში ტონგას 23:20, ხოლო მასპინძელ ფიჯის 14:3 მოუგეს.

 

განახლებული ფორმატით

 

‘მსოფლიო რაგბის’ გადაწყვეტილებით, წელს საქართველო ტონგასთან, ფიჯისთან და სამოასთან ერთად, ‘წყნარი ოკეანის თასისთვის’ ითამაშებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ ტურნირში ევროპული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. შეიცვალა ფორმატიც და გამარჯვებული ორი ტურის შედეგად გაირკვევა.

 

9 ივნისს, საქართველოს დროით დილის 5 საათზე ტონგას ვეთამაშებით. ამავე დღეს, 7:30 საათზე ფიჯი სამოას შეხვდება; 16 ივნისს ტონგა სამოას ერკინება, ხოლო საქართველო 7:30 საათზე მასპინძელ ფიჯის ეთამაშება.

 

ტურნირზე მოქმედებს ბონუს-სისტემა: გამარჯვებისთვის გუნდი 4 ქულას იღებს, ფრეს შემთხვევაში- 2, ხოლო მეოთხე ლელოს გატანისა და 8-ზე ნაკლები ქულით მარცხისთვის ერთ ბონუს-ქულას.

 

თუ ორი ტურის შემდეგ ორ გუნდს თანაბარი ქულები დაუგროვდება, უპირატესობა პირისპირ მოგებას მიენიჭება.

 

‘წყნარი ოკეანის თასის’ დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნები იაპონიაში გადაინაცვლებენ და 23 ივნისს, საქართველოს დროით 9:45 საათზე, ტოიოტაში მასპინძელ იაპონიას შეხვდებიან. შგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ ტურში, ჩვენი გუნდი სწორედ ტოიოტაში უელსს ერკინება.

 

კუნძულებზე 32 მორაგბით

 

მილთონ ჰეიგმა მომავალი სამი შეხვედრისთვის 32 მორაგბე იახლა. იმ მორაგბეთაგან, რომლებმაც გუშინ ‘ფრანგი ბარბაროსების’ წინააღმდეგ ითამაშეს, კუნძულებზე 24 მიდის. ხაზის მოთამაშეებიდან მათ ემატებიან დავით კაჭარავა, ლაშა მალაღურაძე და გიორგი ბეგაძე, ხოლო მორკინალებიდან კახა ასიეშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე და ვიტო კოლელიშვილი.

 

კუნძულებზე ორი წლის წინ არ იმყოფებოდნენ და წელს ითამაშებენ: ბექა წიკლაური, სოსო მათიაშვილი, ანზორ სიჭინავა, გიორგი კვესელაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი თეთრაშვილი, გიორგი ჭყოიძე, გიორგი მელიქიძე, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, ვიტო კოლელიშვილი, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, მიხეილ გაჩეჩილაძე და გურამ შენგელია.

 

ტრავმას იშუშებს და ნოემბრამდე ვერ ითამაშებს მერაბ შარიქაძე, თუმცა როგორც გუნდის კაპიტანი, ის ფიჯისა და იაპონიაში ბორჯღალოსნებთან ერთად იქნება.

 

 

საქართველოს ბორჯღალოსნები

2018 * რაზმი ივნისის სამ-მატჩა ტურნესათვის [ტონგა | ფიჯი | იაპონია]

ბოლო განახლება [ 16:15 ფრანგი ბარბაროსები 31/05_2018 ]

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

 

უკანა ხაზი [ბექები]

 

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

111

16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

72

10ლ 2სბ

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

30

5 24გ 15ჯ 2ა [124 ქ]

სოსო მათიაშვილი

აკადემია [საქ დ 10]

1993 10

5ლ 16გ 14ჯ [99 ქ]

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

7

3 სბ

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

109

22ლ [4 კაპ] 3სბ

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

84

4ლ 40გ 25 3ა [184 ქ] 2სბ

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ ტოპ 14]

1993

47

6ლ სბ

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997 8

3

10

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

63

8ლ 4გ [48 ქ]

10

რევაზ ჯინჭველაშვილი

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1995

8

:

9

გიორგი ბეგაძე

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1986

60

2სბ

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

33

5

9

ვაჟა ხუციშვილი

რუსთავის ხარები [საქ დ 10]

1993

24

:

 

შერკინება [ფორვარდები]

 

1

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

33

10ლ 2სბ

1

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

31

5

1

გიორგი თეთრაშვილი

აჟენ [სფრ ტოპ 14]

1993

9

:

2

შალვა მამუკაშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1990 55

5ლ სბ

2

ჯაბა ბრეგვაძე

სან’ვულვზ [იაპ ზე 15]

1987

49

2 2სბ

2

გიორგი ჭყოიძე

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1991

4

:

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ14]

1991

39

7 სბ

3

ირაკლი მირცხულავა

უაიონაკს [სფრ ტოპ 14]

1988 12

:

3

გიორგი მელიქიძე

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1996

8

2ხ

გიორგი ნემსაძე

ოსპრეიზ [უელ პრო 14]

1984

82

13ლ [6 კაპ] 6სბ

2ხ

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ პრო დ2]

1984

67

2ლ [15 კაპ] 3სბ

2ხ

კოტე მიქაუტაძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

54

2ლ 3სბ

2ხ

ნოდარ ჭეიშვილი

შონბრი [სფრ ფედ1]

1990

12

:

3

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989

48

4ლ [1 კაპ] 2წბ 6სბ

3ხ

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1996

11

2

3ხ

გიორგი ცუცქირიძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1996

8

სბ

3ხ

მიხეილ გაჩეჩილაძე

ენისეი [რუს სუპერ]

1990 6

2

3

გურამ შენგელია

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1992 2

:

1/06_2018 @ 18.50