ოკეანეთის ტურნეს პირველი ქართული რაზმი

07.06.18

 

საქართველოს სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის ‘წყნარი ოკეანის თასის’ პირველ ტურში ტონგასთან გასამართი მატჩისთვის შემადგეენლობა შეარჩია.

 

შეხვედრა 9 ივნისს გამთენიისას, სუვაში ჩვენი დროით 5 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი გაიმერთება ტელეკომპანია იმედზე და ტელეკომპანია რაგბიტივიზე.

 

ბორჯღალოსნები წყნარი ოკეანის კუნძულზე ‘ფრანგი ბარბაროსების’ 16:15 ძლევიდან რამდენიმე საათში გაემგზავრნენ და ადგილზე 2 ივნისს ჩავიდნენ. საქართველო პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ‘წყნარი ოკეანის თასზე’ ითამაშებს და ტონგას შემდეგ, 16 ივნისს მასპინძელ ფიჯის შეხვდება.

 

ტურნირის მეოთხე მონაწილე სამოაა, რომელიც 9-ში ფიჯის, ხოლო 16-ში ტონგას ეთამაშება და თასის მფლობელი ორი რაუნდის შედეგად გაირკვევა. მსოფლიო რაგბის წესების თანახმად, გუნდები მოგებაზე 4 ქულას იღებენ, ფრისთვის - 2-ს, ხოლო მატჩში ოთხი ლელოს გატანისა და 8-ზე ნაკლები ქულით მარცხისთვის 1 პრემიალურ ქულას.

 

შეცვლილი შემადგენლობით

 

რადგან ეს ტურნირი და 2019 წლის შემოდგომამდე დარჩენილი ყველა შეხვედრა მსოფლიო თასისთვის მზადებას ემსახურება, მწვრთნელებმა ‘ფრანგ ბარბაროსებთან’ ნათამაშები შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეცვალეს.

 

შეიცვალა ორივე ბურჯი და ტონგელების დაჯაბვნას კახა ასიეშვილი და ლევან ჩილაჩავა ეცდებიან, ხოლო კვაჭი კვლავ შალვა მამუკაშვილია. გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება. მესამე ხაზში, შერკინების შემკვრელად ადგილი შეინარჩუნა მიხეილ გაჩეჩილაძემ, ხოლო ფლანკერები შალვა სუთიაშვილი და ოთარ გიორგაძე იქნებიან, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში მეორე ხაზშიც შეუძლიათ თამაში.

 

ძირითადში ბრუნდება მგეზავი ლაშა ხმალაძე, 9 ნომერი კი კვლავ ვასილ ლობჟანიძეა. ცენტრში გიორგი კვესელაძეს გამოცდილი დავით კაჭარავა შეუწყვილდება, ფრთებზე კი სანდრო თოდუასა და ანზორ სიჭინავას ვიხილავთ. ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა სოსო მათიაშვილმა.

 

ზე-რაგბის ‘სანვულვზში’ გადასვლის შემდეგ, ბორჯღალოსანთა კვართს პირველად მოირგებს ჯაბა ბრეგვაძე. მარქაფაში არიან ბურჯები გიორგი თეთრაშვილი და ირაკლი მირცხულავა, რომლებიც ‘დინამოზე’ ძირითადში იყვნენ. მეორე ხაზში შეცვლაზეა კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელიც ინგლისელებთან ერთობლივი ვარჯიშისას დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე პირველად გავა. თადარიგშია საბა შუბითიძე, რომელსაც მწვრთნელებმა კუნძულებზე გუნდის ჩასვლის შემდეგ უხმეს. იგი გიორგი ცუცქირიძეს ანაცვლებს, რომელმაც ფიჯიზე ვარჯიშების დროს ფეხი დაიზიანა.

 

განაცხადში დაბრუნდნენ 9 ნომერი გიორგი ბეგაძე და მგეზავი ლაშა მალაღურაძე. თადარიგშია საქართველოს ნაკრების საუკეთსო მექულე და ჩატარებული თამაშების რეკორდსმენი მერაბ კვირიკაშვილი.

 

საქართველოსა და ტონგას მატჩების პირდაპირი რეპორტაჟი ‘რაგბი ტვ’-ზე და ‘იმედზე’ იქნება.

 

 

საქართველოს ბორჯღალოსნები

– ტონგა  |  წყნარი ოკეანის თასი

შაბ 9/06_2018  |  სუვა [ფიჯ], ეიენზედ ნეშენალ  |  05.00 საქ

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

 

უკანა ხაზი [ბექები]

 
15

სოსო მათიაშვილი

აკადემია [საქ დ 10]

1993 10

5ლ 16გ 14ჯ [99 ქ]

14

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

7

3 სბ

13

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

109

22ლ [4 კაპ] 3სბ

12

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997 8

3

11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

72

10ლ 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

63

8ლ 4გ [48 ქ]

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

33

5

 

შერკინება [ფორვარდები]

 

1

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

31

5

2

შალვა მამუკაშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1990 55

5ლ სბ

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ14]

1991

39

7 სბ

4

გიორგი ნემსაძე^კაპ

ოსპრეიზ [უელ პრო 14]

1984

82

13ლ [6 კაპ] 6სბ

5

ნოდარ ჭეიშვილი

შონბრი [სფრ ფედ1]

1990

12

:

6

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ პრო დ2]

1984

67

2ლ [15 კაპ] 3სბ

7

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1996

11

2

8

მიხეილ გაჩეჩილაძე

ენისეი [რუს სუპერ]

1990 6

2

 

მარქაფა [თადარიგი]

 

23

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

111

16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ

22

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

84

4ლ 40გ 25 3ა [184 ქ] 2სბ

21

გიორგი ბეგაძე

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1986

60

2სბ

 

16

ჯაბა ბრეგვაძე

სან’ვულვზ [იაპ ზე 15]

1987

49

2 2სბ

17

გიორგი თეთრაშვილი

აჟენ [სფრ ტოპ 14]

1993

9

:

18

ირაკლი მირცხულავა

უაიონაკს [სფრ ტოპ 14]

1988 12

:

19

კოტე მიქაუტაძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

54

2ლ 3სბ

20

საბა შუბითიძე

აკადემია [საქ დ 10]

1994

11

:

7/06_2018 @ 10.50