გოგონებმა ‘კონფერენც დივიზიონი’ მოიგეს

09.06.18

© RugbyEurope

 

საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში რაგბი ევროპის ‘კონფერენც დივიზიონი’ მოიგო და გაისად ‘ალაფაზე’ ითამაშებს.

 

ჯაბა მალაღურაძისა და გიორგი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა, ჯგუფური ეტაპი კარგად დაიწყეს, სლოვენიას 8 ლელო გაუტანეს და 50:10 დაამარცხეს. მეორე მატჩში ლუქსემბურგს 4 ლელო გავუტანეთ, საკუთარი ლელო ხელშეუხებელი შევინახეთ და მეტოქეს 24:0 ვძლიეთ, რითაც თასის მეოთხედფინალში თამაში დავიბევეთ. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში დანიის ნაკრებს შევხვდით და მეტოქემ 17:0 იმარჯვა, რის შემდეგაც ფლეი ოფში მეორე ადგილით გავედით.

 

გოგონებს ყველაზე დაძაბული მატჩი მეოთხედფინალში, სლოვაკეთთან ჰქონდათ, სადაც ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. მეტოქემ მატჩის მიწურულს ლელოს გაქვითვა შეძლო, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო და 7:5 ვიმარჯვეთ.

 

ნახევარფინალში გამარჯვება, ფინალში გასვლასთან ერთად, ‘ალაფაზე’ აღზევებას ნიშნავდა და გოგონებმა თამაში მონდომებით დაიწყეს, თავიდანვე 3 ლელო გაიტანეს და 19:5 გამარჯვებით გაიხარეს.

 

მიზანი მიღწეული იყო, თუმცა გოგონებმა ფინალური მატჩისთვის მობილიზება მოახერხეს, თურქეთს ორის წილ სამი ლელო გაუტანეს, 17:12 დაამარცხეს და გაისად რანგით მაღალ, მეორე დივიზიონში ითამაშებენ, რომელსაც ‘ალაფა’ ეწოდება.

 

ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდნენ:

 

თინათინ პაპუაშვილი, თინათინ სიხარულიძე, ქეთევან მოდებაძე, სალომე საღარაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, სალომე მაკასარაშვილი, სალომე საღარაძე, მარიამ გოგუაძე (ყველა თბილისი), თამარ მანაგაძე, ანი სირაძე, თეონა ჩიტაიშვილი (სამივე ქუთაისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი).