შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

14.06.18

© Oceania Rugby

 

შაბათს (16 ივნისი) დილით, ჩვენი დროით 7:30 საათზე, ბორჯღალოსნები 2018 წლის ‘წყნარი ოკეანის თასის’ მეორე შეხვედრას გამართავენ და არაოფიციალურ ფინალში მასპინძელ ფიჯის შეხვდებიან.

 

სუვაში მიმდინარე ორრაუნდიანი ტურნირის პირველ სათამაშო დღეს საქართველომ ტონგა 16:15 დაამარცხა, ხოლო ფიჯიმ სამოას 50 წუთში 4 ლელო გაუტანა და 24:3 დაწინაურდა, თუმცა დასკვნით 20 წუთში სამი ლელო გაუშვა. მიუხედავად ამისა, ფიჯელებმა 24:22 მოიგეს, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღეს და ტურნირს 5 ქულით ლიდერობენ, ბორჯღალოსნები 4 ქულით მეორეზე არიან, ხოლო ტონგას და სამოას თითო-თითო ქულა აქვთ.

 

შეგახსენებთ, წელს ‘წყნარი ოკეანის თასის’ გამარჯვებული ორი ტურის შედეგად ირკვევა და საქართველო-ფიჯის შეხვედრამდე, დილის 5 საათზე ტონგა-სამოას ეთამაშება.

 

მესამედ ფიჯისთან

 

ბორჯღალოსნები ფიჯის მესამედ ეთამაშებიან და ამ მომენტისთვის გუნდებს თითო-თითო მოგება აქვთ. პირველი შეხვედრა 2012 წლის ნოემბერში ‘მიხეილ მესხზე’ გაიმართა და გამარჯვება მეტოქეს დარჩა - 24:19. 2016 წელს, წყნარი ოკეანის პირველი ტურნეს დროს, მილთონ ჰეიგის შეგირდებმა მეტოქესთან სრულფასოვანი რევანში აიღეს და ფიჯის სუვაში 14:3 სძლიეს.

 

წლევანდელი ივნისის ტესტებისთვის, ფიჯელებმა ყველა უძლიერესს უხმეს. ეს იქნება ერთგვარი რეპეტიცია 2019 წლის მსოფლიო თასის წინ, სადაც ფიჯის 3 ოქტომბერს, ოსაკაში უნდა შევხვდეთ.

 

ხუთი ცვლილება

 

ტონგასთან მოგებული მატჩის შემდეგ, მილთონ ჰეიგმა 23-კაციან განაცხადში რამდენიმე ცვლილება განახორციელა და მომავალი მატჩისთვის მაქსიმალურად უძლიერესი შემადგენლობა შეარჩია.

 

უცვლელი დარჩა შერკინების პირველი ხაზი და თამაშს კახა ასიეშვილი, შალვა მამუკაშვილი და ლევან ჩილაჩავა იწყებენ. სრულადაა შეცვლილი პირველი ხაზის მარქაფა და თამაშში გიორგი ჭყოიძე, ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე ჩაერთვებიან.

 

მეორე ხაზში გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს კოტე მიქაუტაძე შეუწყვილდება, ხოლო ნოდარ ჭეიშვილმა თადარიგში გადაინაცვლა.

 

ორი ცვლილებაა მესამე ხაზში. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება ფლანკერი ვიტო კოლელიშვილი, რომელსაც ტრავმის გამო ‘ფრანგი ბარბაროსებისა’ და ტონგას წინააღმდეგ არ უთამაშია. მეორე ფლანკერად თამაშს გიორგი ცუცქირიძე იწყებს, ხოლო ოთარ გიორგაძემ შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა. მესამე ხაზში შეცვლაზე შალვა სუთიაშვილი შევა.

 

უცვლელი დარჩა ღერძი, თამაშს ვასილ ლობჟანიძე და ლაშა ხმალაძე იწყებენ, ხოლო ცენტრში დავით კაჭარავას ლაშა მალაღურაძე შეუწყვილდება. მალაღურაძემ სასტარტოში ბოლოს 2016 წლის ნოემბერში, შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა.

 

‘ფრანგ ბარბაროსებთან’ მატჩის შემდეგ ძირითადში ბრუნდება თამაზ მჭედლიძე, რომელიც ფრთაზე დადგება, ხოლო მეორე ფრთა ანზორ სიჭინავა, ან ალექსანდრე თოდუა იქნება. ფულბეკის პოზიციაზე სოსო მათიაშვილს ვიხილავთ, რომელმაც ტონგასთან ყველა, 16-ივე ქულა პირად ანგარიშზე ჩაიწერა.

 

ხაზის მარქაფაში არიან გამოცდილი გიორგი ბეგაძე და მერაბ კვირიკაშვილი, ასევე ახალგაზრდა გიორგი კვესელაძე, რომელიც ტონგასთან მატჩის დებიუტში დაშავდა და მე-4 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

 

23-კაციან განაცხადში 11 ისეთი მოთამაშეა, რომელთაც შარშანწინ სუვაში, ფიჯისთან მოგებულ მატჩში არ უთამაშიათ. ესენი არიან: ლობჟანიძე, სიჭინავა, თოდუა, მათიაშვილი, კვესელაძე, ჩილაჩავა, ჭყოიძე, მელიქიძე, მიქაუტაძე, ცუცქირიძე, კოლელიშვილი და გიორგაძე.   

 

 

 

საქართველოს ბორჯღალოსნები

– ფიჯი  |  წყნარი ოკეანის თასი

შაბ 16/06_2018  |  სუვა, ეიენზედ ნეშენალ  |  07.30 საქ

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

 

უკანა ხაზი [ბექები]

 
15

სოსო მათიაშვილი

აკადემია [საქ დ 10]

1993 11

6 17გ 17ჯ [115 ქ]

14

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ ტოპ 14]

1993

47

6ლ სბ

13

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

110

22ლ [4 კაპ] 3სბ

12

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

85

4ლ 40გ 25 3ა [184 ქ] 2სბ

11

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

8

3 სბ

11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

73

10ლ 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

64

8ლ 4გ [48 ქ]

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

34

5

 

შერკინება [ფორვარდები]

 

1

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

32

5

2

შალვა მამუკაშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1990 56

5ლ სბ

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ14]

1991

40

7 სბ

4

გიორგი ნემსაძე^კაპ

ოსპრეიზ [უელ პრო 14]

1984

83

13ლ [7 კაპ] 6სბ

5

კოტე მიქაუტაძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

55

2ლ 3სბ

6

გიორგი ცუცქირიძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1996

8

სბ

7

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989

48

4ლ [1 კაპ] 2წბ 6სბ

8

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1996

12

2

 

მარქაფა [თადარიგი]

 

23

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

112

16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ

22

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997 9

3

21

გიორგი ბეგაძე

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1986

61

2სბ

 

16

გიორგი ჭყოიძე

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1991

4

:

17

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

33

10ლ 2სბ

18

გიორგი მელიქიძე

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1996

8

19

ნოდარ ჭეიშვილი

შონბრი [სფრ ფედ1]

1990

13

:

20

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ პრო დ2]

1984

68

2ლ [15 კაპ] 3სბ

14/06_2018 @ 11.10