დიდი სხვაობით იაპონიასთან

23.06.18

კენძი დემურა © Kenji Demura

 

იაპონიის ნაკრებმა ბორჯღალოსნების შეცდომებით ისარგებლა, პირველ ტაიმში გატანილ სამ ჯარიმას მეორეში სამი გარდასახული ლელო შემატა და 28:0 იმარჯვა.

 

ეს იყო 2018 წლის ზაფხულის ტურნეს ბოლო, მესამე შეხვედრა. ჩვენმა გუნდმა ზაფხულში სულ 4 თამაში გამართა: თბილისში, ‘დინამო არენაზე’ ‘ფრანგ ბარბაროსებს’, ხოლო სუვაში ტონგას ერთნაირი ანგარიშით - 16:15 აჯობა, მომდევნო ორ მატჩში კი გამარჯვება ფიჯისა და იაპონიას დარჩა.

 

ზაფხულის ბოლო ტესტ-მატჩი ტოიოტაში, იმ სტადიონზე გაიმართა, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასზე უელსს უნდა ვეთამაშოთ. ლოჯისტიკური თვალსაზრისით, ეს იყო ერთგვარი რეპეტიცია ერთი წლის შემდეგ გასამართი მატჩისთვის და ბორჯღალოსნებმა ზუსტად იმ პირობებში იცხოვრეს, რა პირობებშიც უელსთან შეხვედრისთვის უნდა მოემზადონ.

 

თამაში წვიმაში გაიმართა და ამის გათვალისწინებით ორივე გუნდი ხშირად იყენებდა ფეხს. ტექნიკური წუნისა და შეცდომების გამო, ბურთს უმეტესად მეტოქე ფლობდა. არ გვივარგოდა დისციპლინა და მასპინძლებმა 6 ჯარიმიდან 3 გაიტანეს, ხოლო მე-18 წუთზე ნაიჯელ ოუენსმა ვიტო კოლელიშვილი, რომელმაც იაპონიასთან 50-ე კეპი მოიხვეჭა, მაღალი ბოჭვისთვის გაგვისინბინა. ბორჯღალოსნებს 3 ქულის აღების შანსი 34-ე წუთზე ჰქონდათ, თუმცა მერაბ კვირიკაშვილის ცენტრიდან შესრულებული ჯარიმა ძელმა აისხლიტა.

 

მეორე ტაიმის პირველ 12 წუთში ჩვენს 22-ში ორი შეცდომა დავუშვით - ბურთი დაგვივარდა. იაპონელები სწრაფად გადაერთვნენ შეტევაში და ორივე ჯერზე ლელო გაიტანეს. დასკვნით 20 წუთში ორჯერ გვქონდა ლელოს გატანის შანსი, მაგრამ პირველ შემთხვევაში ბურთი დერეფანში ვერ ავაგდეთ, მეორეჯერ შეტევაში დავჯარიმდით, ხოლო იაპონიამ 67-ე წუთზე ერთხელაც ისარგებლა ჩვენი შეცდომით და 28:0 იმარჯვა.

 

ოპტას სტატისტიკა

 

იაპონია კვლავ რჩება საქართველოს უხერხულ მეტოქედ. ეს იყო ამ გუნდების მეექვსე დაპირისპირება და აზიელთა მე-5 გამარჯვება.

 

ამით ზაფხულის ტესტ-სერია დასრულდა. სანაკრებო სეზონი შემოდგომის ტესტებით განახლდება. სერიის პირველივე მატჩში ბორჯღალოსნები 10 ნოემბერს იტალიას ფლორენციაში შეხვდებიან.

 

 

 საქართველო 0:28 იაპონია

საქ: კვირიკაშვილი თოდუა კაჭარავა 64 > 3ხ, კვესელაძე (მალაღურაძე 55) მათიაშვილი <10-9> ხმალაძე ლობჟანიძე (ბეგაძე 77) / ასიეშვილი (ჟვანია 55) რეგვაძე (მამუკაშვილი 61) მირცხულავა (მელიქიძე 63) ნემსაძე^კაპ (სიჭინავა 64) მიქაუტაძე (ჭეიშვილი 55) ცუცქირიძე (გაჩეჩილაძე 61) კოლელიშვილი სბ 19-30, გიორგაძე 64 > 2ხ

იაპ: ნოგუჩი ლემეკი (მაცუდა 23-30) ლაფაელე (ტამურა 69) ტატეკავა იამადა <10-9> ტამურა (მაცუდა 68) ნაგარე (ტანაკა 68) / ინაგაკი (იშიჰარა 71) ჰორიე (ნივაი 71) კო (ასაჰარა 61) ანისე მაკაბე (ფან’დერ’ვალტ 48) ლიჩ^კაპ ნუნომაკი (ნიშიკავა 41) მაფი (ჰიმენო 63) – 3ლ: ფან’დერ’ვალტ ლემეკი ჰიმენო; 2გ: ტამურა; 3ჯ: ტამურა 2, ნოგუჩი

რეფ ოუენს (უელ)

0:3(4) სბ(19ს) 0:6(32) 0:9(40+4) /
0:16(49) 0:23(55) 0:28(67) დას(80+4)

შაბ 23/06_2018 ტოიოტა, სენგო’კუჩო (14 776)