რაგბის კავშირი და ‘ვაკის ხორცპროდუქტები’ დამეგობრდნენ

30.06.18

© გოგიტა ბუხაიძე

 

საქართველოს რაგბის კავშირსა და ხორცპროდუქტების კომპანია ‘ვაკეს’ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

ცხელი ზაფხულის სასიამოვნო საღამო "ვარდების ბაღში" მდებარე "ჰაინეკენ გარდენში" (Heineken Garden) გაიმართა და მას 200-მდე სტუმარი ესწრებოდა. ღონისძიებაზე იყვნენ საქართველოს 20 და 18-წლამდელთა ნაკრების წევრები, ასევე რაგბის მხარდამჭერთა კლუბის წევრები.

 

საქართველოს რაგბის კავშირი (იმხანად "თბილისის რეგბის სექცია") 1961 წელს დაარსდა. მაშინვე დაფუძნდა კომპანია ‘ვაკე’, ამჯერად კი ამ ორი, დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციის თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სრკ-ის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და ‘ვაკის’ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩხაიძემ მოაწერეს.

 

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სრკ-მა ‘ვაკეს’ ბორჯღალოსნების ხელმოწერებით დამშვენებული სათამაშო კვართი და ბურთები გადასცა, ხოლო ხორცპროდუქტების კომპანია სტუმრებს გრილზე შემწვარი ოთხი სხვადასხვა სახეობის პროდუქტით და ცივი ლუდით გაუმასპინძლდა.