ბრაზილიელებმა ‘სოხუმს’ მარტყოფში უმასპინძლეს

01.08.18

 

საკლუბო/საერთაშორისო ტურნირის - „რაგბის ზაფხულის თასი 2018“-ის ერთ-ერთმა მონაწილე ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა, დაახლოებით ერთი წლის წინ დაარსებულ რაგბის კლუბ ‘სოხუმის’პატარა მორაგბეებს მარტყოფის ბაზაზე უმასპინძლეს.

 

კლუბის 20-მდე 14-წლამდე მორაგბეებს ბრაზილიელებთან ერთად, საქართველოს რაგბის კავშირის მოთამაშეთა კეთილდღეობის მენეჯერი, ვეტერანი ბორჯღალოსანი ნონო ანდღულაძეც შეხვდა, რომელიც დამწყებ მორაგბეებს რაგბის ფასეულობების შესახებ ესაუბრებოდა.

 

აღმოჩნდა, რომ ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი წევრი, ადრეულ ასაკში სამშობლოში, ერთ-ერთ ფაველაში (ბრაზილიის ქალაქების უღარებესი ჩასახლებები) რაგბს სწორედ სოციალური პროექტის მეშვეობით ეზიარა, ბევრი იშრომა და დღეს უკვე ეროვნული გუნდის წევრია. მან საკუთარი ისტორია მოყვა და აღნიშნა, რომ ახლა ის თავადაა ჩართული მსგავს სოციალურ პროექტებში, რათა სხვა ბავშვებსაც მისცეს მაგალითი.

 

საუბრის დასრულების შემდეგ, ბრაზილიის ნაკრებისა და ‘სოხუმის’ ბავშვებმა რაგბი ითამაშეს, გაერთნენ, ისადილეს და ერთმანეთს გულთბილად დაემშვიდობნენ.

 

შეგახსენებთ, ‘რაგბის ზაფხული თასის’ მეორე ტურში, ბრაზილია საქართველო XV-ს 3 აგვისტოს, ‘მიხეილ მესხზე’ შეხვდება. ეს შეხვედრა 21:30 საათზე დაიწყება, მანამდე კი, 19 საათზე, პარიზული ‘რასინგ 92’ არგენტინა XV-ს ეთამაშება.