ბიჭებმა ყველა მოიგეს, გოგონებმა - ერთი

05.08.18

 

საქართველოს ქვიშის რაგბის კაცთა ნაკრებმა, მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა მოიგო და თასის მეოთხედფინალში ფავორიტის რანგში გავიდა.

 

გიორგი ქოპილაშვილის შეგირდები თამაშიდან თამაშამდე უმატებდნენ. მათ პირველ მატჩში მოლდოვა 7:5 დაამარცხეს, მერე ლიტვას 6:3 სძლიეს, ხოლო ბოლოს ბელარუსს 10:4 აჯობეს და მეოთხედფინალში ლატვიას ეთამაშებიან.

 

გოგონებს არ გაუმართლათ. პირველ მატჩში იტალიასთან 2:8 მარცხის შემდეგ, მათ ხოვატებთან გამარჯვების შანსი ჰქონდათ. ძირითადი დრო ფრედ 4:4 დასრულდა, დამატებით დროში კი გამარჯვების ლელო მეტოქემ გაიტანა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში საქართველომ ბელარუსს 5:4 სძლია, თუმცა ჯგუფში მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა და ხვალ მე-5 ადგილის ნახევარფინალში სლოვენიას შეხვდება.

 

კაცთა ტურნირი

 

შემადგენლობა: იოანე ხელაია (აკადემია), გიორგი ჭუაძე (აკადემია), დაჩი კოპაძე (ლოკომოტივი), თორნიკე მანაგაძე (აია), დიმიტრი კიკნაძე (ჯიქი), გიგა გაგოშვილი (ლოკომოტივი), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), ნიკოლოზ სუხაშვილი (ჯიქი, მოსკოვში ხვალ გაფრინდება).

 

4 აგვისტოს განრიგი

საქართველო - მოლდოვა 7:5

საქართველო - ლიტვა 6:3

საქართველო - ბელარუსი 10:4

 

5 აგვისტო. თასის მეოთხედფინალი

რუსეთი - ხორვატია

იტალია - მოლდოვა

საქართველო - ლატვია (11:30 თბ.დრ.)

ლიტვა - ავსტრია

 

ქალთა ტურნირი

 

შემადგენლობა: სალომე მაკასარაშვილი, ნიკოლ გალუზინსკაია, ნათია გავაშელიშვილი, თინათინ სიხარულიძე, ირმა გულიაშვილი, მარიამ გოგუაძე, ანი კაპანაძე, თამარ მანაგაძე, ქეთევან მოდებაძე, სალომე საღარაძე, მანონი საღარაძე, თეონა ჩიტაიშვილი.

 

4 აგვისტოს განრიგი

საქართველო - იტალია 2:8

საქართველო - ხორვატია 4:5 დ.დ.

საქართველო - ბელარუსი 5:4

 

5 აგვისტო. V ადგილის ნახევარფინალი

ავსტრია - ბელარუსი

საქართველო - სლოვენია (12:30)