განვითარების ჯგუფის განცხადება

25.10.18

 

საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფმა I და II მეორე დონის მწვრთნელთა მომზადების სემინარებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. საბუთების მიღება გაგრძელდება 2018 წლის 16 ნოემბრამდე.

 

სემინარები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ამა წლის დეკემბერში გაიმართება. სემინარების დაწყების ზუსტ თარიღთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

 

სწავლება ფასიანია და მისი საფასური შეადგენს 170 (ას სამოცდაათ) ლარს.

 

მსურველებმა 16 ნოემბრამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები ელექტრონული ფორმით, მისამართზე:  development@rugby.ge

 

1.      სარეკომენდაციო წერილი (იხ. თანდართული ფორმა)

 

2.      განაცხადი (იხ. თანდართული ფორმა).    

 

3.      სწავლების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთის ასლი (იხ. თანდართული სრკ საბანკო რეკვიზიტები)

 

საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი