34 ბორჯღალოსანი თიბისი რაგბის სერიებისთვის

26.10.18

 

თიბისი რაგბის სერიების დაწყებამდე, ბორჯღალოსნების 34-კაციანი შემადგენლობა საფრანგეთში შეიკრიბება, საიდანაც 10 ნოემბრის მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე იტალიაში ჩავა.

 

დიდი 10-ის, ზე-რაგბის, ტოპ 14-ის და ინგლისური პირველობის კლუბების მოთამაშეები საფრანგეთისკენ გეზს შაბათს აიღებენ, სადაც მათ ევროპის წამყავნ კლუბებში მოთამაშე ბორჯღალოსნებიც შეუერთდებიან.

 

10 ნოემბერს ბორჯღალოსები იტალიას ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე“ ერკინებიან, რის შემდეგაც თიბისი რაგბის სერიები თბილისში გაგრძელდება და 17 ნოემბერს სამოას „ავჭალაზე“, ხოლო 24 ნოემბერს ტონგას „მიხეილ მესხზე“ დავუხვდებით. ყველა თამაში საქართველოს დროით 18 საათზე იწყება.

2018 წლის დასკვნით შეხვედრებს მილტონ ჰეიგი განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება:

 

„წლის დამაგვირგვინებელი თამაშები ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კამპანიაა და გამონაკლისი არც 2018 წლის თიბისი რაგბის სერიებია. გველის სამი უმნიშვნელოვანესი ტესტი მაღალი დონის მეტოქეებთან და მათ მოსაგებად მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურად და მენტალურად კარგად მოვემზადოთ.

 

„მსოლფიო თასამდე 11 თვეზე ნაკლები რჩება და თიბისი რაგბის სერიები ჩვენი მოსამზადებელი გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გვეძლევა საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა მაღალი დონის გუნდებთან, რომლებიც ასევე ითამაშებენ იაპონიის მსოფლიო თასზე“.

 

ტრავმები და ახალი სახეები

 

მომავალ თამაშებს ბორჯღალოსნები რამდენიმე ლიდერის გარეშე ხვდებიან. ტრავმების გამო თიბისი რაგბის სერიები 2018-ს ტოვებენ კოტე მიქაუტაძე, დავით კაჭარავა, კარლენ ასიეშვილი, გიორგი ნემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, კოკი თხილაიშვილი, მირიან მოდებაძე და გუგა შენგელია. სერიებზე ჰეიგი აპირებდა ასევე 20-წლამდელთა ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, სანდრო სვანიძის გამოძახებასაც, მაგრამ სამწუხაროდ მასაც ტრავმა აქვს. ტრავმის გამო შეკრებაზე ასევე არ იქნება პირველი ქართველი ცენტურიონი, მერაბ კვირიკაშვილი.

 

ფრანგულ შეკრებაზე ოთხი ისეთი მოთამაშე იქნება, რომელთაც ბორჯღალოსნების კვართით ჯერ არ უთამაშიათ - უმცროსი ბორჯღალოსნები გურამ გოგიჩაშვილი და თედო აბჟანდაძე, რომლებმაც 2017 და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე საოცრად ითამაშეს; ბექა გიგაშვილი (გრენობლი, ტოპ 14) და გრიგორ ქერდიყოშვილი (ლელო სარასენს, დიდი 10). ახალი სახეა ზურაბ ძნელაძეც (ლოკომოტივი, დიდი 10), რომელმაც ნაკრების კვართით ერთადერთხელ, 2013 წელს მსოფლიო რაგბის თბილისის თასზე, სამხრეთ აფრიკის „ა“ ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

 

გამოძახებულთა შორის რამდენიმე ისეთი მორაგბეა, რომელთაც ტრავმების გამო ნაკრებში წელიწადზე მეტია არ უთამაშიათ: დუდუ ქუბრიაშვილი (ბოლოს 2 წლის წინ, 2016 წელს შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა); ბექა ბიწაძე (ბოლოს 2017 წლის ნოემბერში აშშ-ს წინააღმდეგ ითამაშა); ბექა გორგაძე (ბოლოს 2017 წლის რაგბი ევროპაზე, რუმინეთთან ითამაშა); გიორგი აფციაური (ბოლოს 2016 წელს შოტლანდიასთან ითამაშა).

 

შემადგენლობაზე ჰეიგი ამბობს:

 

„ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, რადგან ტრავმების გამო ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვაკლია. მეორეს მხრივ, ესაა უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვინც ნაკრებში ტრავმირებულების ადგილს დაიკავებს. მათ ექნებათ შესაძლებლობა დაგვანახონ რა შეუძლიათ და სხვადასხვა პოზიციებზე შექმნან სიღრმეები.

 

„მიუხედავად სირთულეებისა, გუნდში გვყავს გამოცდილ მოთამაშეთა ბირთვი, რომლებსაც კარგად ესმით ჩვენი სისტემები. მათ ეროვნულ გუნდში თავი არაერთხელ გამოუჩენიათ და ველი, რომ გუნდს ახლაც გაუძღვებიან. ასევე გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც საქართველოსა თუ საფრანგეთში, თავ-თავიანთ კლუბებში შესანიშნავად გამოიყურებიან და მათგან სიახლეებს ველით“.

 

 

 

საქართველოს ბორჯღალოსნები

2018  |  რაზმი ნოემბრის სამი ტესტისთვის [იტალია | სამოა | ტონგა]

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

 

უკანა ხაზი [ბექები]

       

სანდრო თოდუა

ბათუმი [საქ დ 10]

1987

75

11ლ 2სბ

გიორგი აფციაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1994 22

სოსო მათიაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1993 13

6 18გ 18ჯ [120 ქ]

ანზორ სიჭინავა

ბათუმი [საქ დ 10]

1995

9

3 სბ

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

87

4ლ 40გ 25 3ა [184 ქ] 2სბ

მერაბ შარიქაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

57

11 [10 კაპ]

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ ტოპ 14]

1993

48

6ლ სბ

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997 11

3

გიორგი კოშაძე

რუსთავის ხარები [საქ დ 10]

1996

10

4

ზურაბ ძნელაძე

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1992 1

:

10

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

66

8ლ 4გ [48 ქ]

10

თედო აბჟანდაძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1999 0

:

9

გიორგი ბეგაძე

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1986

63

2სბ

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ პრო დ2]

1996

36

5

9

გელა აფრასიძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1998

8

:

 

შერკინება [ფორვარდები]

 

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

51

2ლ სბ

1

ზურაბ ჟვანია

ვოსპს [ინგ პრემ]

1991

35

10ლ 2სბ

1

გურამ გოგიჩაშვილი

რასინგ [სფრ ტოპ 14]

1998 0

:

2

შალვა მამუკაშვილი

ენისეი [რუს სუპერ]

1990 58

5ლ სბ

2

ჯაბა ბრეგვაძე

სან’ვულვზ [იაპ ზე 15]

1987

51

2 3სბ

2

ბადრი ალხაზაშვილი

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1995

9

:

3

დუდუ ქუბრიაშვილი

გრენობლ [სფრ ტოპ 14]

1986

45

2ლ წბ 2სბ

3

ლევან ჩილაჩავა

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

41

7 სბ

3

ბექა გიგაშვილი

გრენობლ [სფრ ტოპ 14]

1992 0

:

2ხ

ლაშა ლომიძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1992

41

6 + 2შ სბ

2ხ

ნოდარ ჭეიშვილი

ქორნიშ პაირათს [ინგ ჩემპ]

1990

15

:

2ხ

გრიგორ ქერდიყოშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1994 0

:

3

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ პრო დ2]

1984

69

2ლ [15 კაპ] 3სბ

3ხ

ბექა ბიწაძე

ნარბონ [სფრ ფედ1]

1991

26

6ლ + 2

3ხ

ოთარ გიორგაძე

ბრივ [სფრ პრო დ2]

1996

14

2

3

საბა შუბითიძე

ბათუმი [საქ დ 10]

1994

12

:

3

ბექა გორგაძე

ბორდო [სფრ ტოპ 14]

1996 11 5ლ სბ

3ხ

გიორგი ცუცქირიძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1996

10

სბ

25/10_2018 @ 00.30