განვითარების ჯგუფის განცხადება

28.11.18

 

 

საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი იწყებს I და II დონის მწვრთნელთა მომზადების სემინარებს.

 

„შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე პირველი დონის სემინარი 3-იდან 9 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.

 

ჯგუფის წევრები, რომელთაც დაუკავშირდნენ განვითარების ჯგუფიდან, 3 დეკემბერს, დილის 10 საათზე უნდა გამოცხადდნენ „შევარდენზე“. მათ თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი. სწავლის საფასური შეადგენს 170 (ას სამოცდაათ) ლარს.

 

სემინარზე დაგვიანების, ადრე წასვლის, ან რომელიმე დღის გაცდენის შემთხვევაში, მსურველს თავიდან მოუწევს დარეგისტრირება და სრული კურსის თავიდან გავლა!

 

მეორე დონის სემინარები ჩატარდება 24-28 დეკემბერს, ხოლო 2019 წლის იანვარში, დაგეგმილია პირველი დონის მორიგი სემინარი.

 

კურსის გავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები ლექტრონული ფორმით, მისამართზე:  development@rugby.ge

 

1.      სარეკომენდაციო წერილი (იხ. თანდართული ფორმა)

 

2.      განაცხადი (იხ. თანდართული ფორმა).   

 

3.      სწავლების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთის ასლი (იხ. თანდართული სრკ საბანკო რეკვიზიტები)

 

საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი