თბილისს ბაქსვუდის კოლეჯის გუნდი ეწვია

30.11.18

 

„ავჭალის“ რაგბის სტადიონი შაბათს, 1 დეკემბერს, 18-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა რაგბის ოთხთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.

 

‘ჩოხოსნების’ ერთ-ერთი აღზრდილი ირაკლი მოგელაძე ამჟამად ინგლისში, ბაქსვუდის კოლეჯში თამაშობს და ამავე კოლეჯის გუნდში თამაშობს. ქართული რაგბის წარმატებების ფონზე, ინგლისელებმა ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობა გადაწყვიტეს და ტურნირიც ჩაინიშნა.

 

‘ჩოხოსნებისა’ და ‘ბაქსვუდის’ გარდა, ტურნირში მონაწილეობას თბილისის ‘აკადემიისა’ და ‘არმიას’ 7-კაცა გუნდები მიიღებენ. თამაშები 13 საათზე დაიწყება და თითო გუნდს სამ-სამი შეხვედრის ჩატარება მოუწევს.