7-კაცა | ‘დუკლას’ გავლით კენიის მეორე ნაკრებთან

01.12.18

© Jan Perlich

 

საქართველოს განვითარებადი 7-კაცას გუნდმა (GEORGIA DEVELOPING 7S), დუბაის საერთაშორისო ტურნირის მეორე დღის პირველი მატჩი მოიგო და „ჩელენჯ ტროფის“ ნახევარფინალში ითამაშებს.

 

გუშინ ჩვენი გუნდი ფრედ ეთამაშა სამხრეთ აფრიკულ OLD GEORGIANS RFC-ს, მომდევნო ორი შეხვედრა ინგლისელებთან და ფრანგებთან დათმო და „ჩელენჯ ტროფიზე“ გადაინაცვლა.

 

მეოთხედფინალში მეტოქე ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს გუნდი, ‘დუკლა’ იყო და მეტოქეს 33:0 ვძლიეთ. ნახევარფინალში კენიის მეორე ნაკრებს (პირველი მსოფლიო სერიას თამაშობს), Homeboyz Samurai-ს ვეთამაშებით, რომელმაც დღეს რუსეთის განვითარებადი 7-კაცა გუნდი 19:12 დაამარცხა. შეხვედრა ჩვენი დროით 14:20 საათზე იწყება და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში საფრანგეთის განვითარებად 7-კაცას, ან რუსულ კლუბ ‘ყუბანს’ შევხვდებით.