18წ | ავჭალის 7-კაცა ‘აკადემიამ’ მოიგო

02.12.18

© ანი ბერთლანი

 

„ავჭალის“ რაგბის სტადიონმა გუშინ 18-წლამდე მორაგბეთა შორის ოთხთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა რაგბი 7-ში, რომელშიც სამმა ქართულმა და ერთმა ინგლისურმა კლუბმა ითამაშა.

 

თბილისს ბაქსვუდის კოლეჯის გუნდი ეწვია, რომლის შემადგენლობაში ‘ჩოხოსნების’ აღზრდილი ახალგაზრდა მორაგბე, ირაკლი მოგელაძე თამაშობს.

 

ამხანაგურ ტურნირში კიდევ ორი თბილისური კლუბი ჩაერთო - ‘არმია’ და ‘აკადემია’. ‘ბაქსვუდმა’ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და პირველ ტურში ‘არმიას’ 19:5 სძლია, ხოლო მეორეში ‘ჩოხოსნებს’ დაუზავდა - 19:19.

 

‘აკადემიამ’ პირველ ტურში ‘ჩოხოსნებს’ 40:5, ხოლო ‘არმიას’ 40:0 მოუგო. ამრიგად, ტურის გამარჯვებული დასკვნით მატჩში წყდებოდა, ‘აკადემიამ’ ინგლისელებს 4 ლელო გაუტანა, თავად ერთი გაუშვა და 26:5 მოგებით გამარჯვებული გახდა. ბოლო ტურში ‘ჩოხოსნებმა’ ‘არმიას’ 14:0 აჯობა და გატანილ-გაშვებული ქულათა ბალანსით, ‘ბაქსვუდი’ მეორე ადგილზე გავიდა.

 

© ანი ბერთლანი