17-წლამდელთა საერთაშორისო 7-კაცას ტურნირი

04.12.18

 

მარტყოფის რაგბის სტადიონზე მიმდინარე 17-წლამდე მორაგბეთა საერთაშორისო ტურნირის 7-კაცა გუნდებმა, 4 დეკემბერს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გამართეს და ფლეი ოფის წყვილები გაარკვიეს.

 

შეგახსენებთ, საქართველოს Travel and Sport-ის ორგანიზებით სამხრეთ აფრიკის სამი გუნდი ეწვია - ‘ლომები’, ‘მარტორქები’ და ‘ლეოპარდები’, რომლებიც ამ ქვეყნის სკოლების ნაკრებები არიან. მათ დაემატა საქართველოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით 7 საუკეთესო კლუბი, ასევე ეროვნული აკადემიის ისნისა და მუხიანის ფილიალების ნაკრებები და მარტყოფში ორდღიანი ტურნირი იმართება.

 

პირველ დღეს სამ-სამი გამარჯვება ორმა გუნდმა მოიპოვა - შევარდენის აკადემიამ და ‘ხვამლმა’. დღე დაუმარცხებლად დაასრულეს ‘ლელო სარასენსმა’ და მუხიანის აკადემიამ, ოღონდ ერთმა ერთი, ხოლო მეორემ ორი თამაში ფრედ დაასრულა. თასისთვის ბრძოლას აგრძელებს ორი სამხრეთ აფრიკული გუნდი, ასევე ‘ხარები’ და ‘ლოკომოტივი’.

 

ფლეი ოფები 12 საათზე იწყება, ფინალური შეხვედრა კი 15 საათზეა ჩანიშნული.

 

„ა“ ჯგუფი

ხვამლი - მარტორქები (სამხრეთ აფრიკა) 12:0

აკადემია - კოლხი რაინდები 24:19

ხვამლი - კოლხი რაინდები 38:0

აკადემია -მარტორქები (ს.ა.) 14:28

ხვამლი - აკადემია 43:5

კოლხი რაინდები - მარტორქები (ს.ა.) 21:19

 

ხვამლი          3          3          0          0          +88      6

მარტორქები (ს.ა)    3          1          0          2          0          2

კოლხი რაინდები   3          1          0          2          -41       2

აკადემია       3          1          0          2          -47      2

 

„ბ“ ჯგუფი

ლელო სარასენსი - ლეოპარდები (ს.ა.) 14:5

მუხიანის აკადემია -ხარები 19:7

ლელო სარასენსი - ხარები 26:10

მუხიანის აკადემია - ლეოპარდები (ს.ა.) 17:17

ლელო სარასენსი - მუხიანის აკადემია 12:12

ხარები - ლეოპარდები (ს.ა.) 21:15

 

ლელო სარასენსი    3          2          1          0          +25      5

მუხიანის აკადემია 3          1          2          0          +12      4

ხარები           3          1          0          2          -22      2

ლეოპარდები (ს.ა.)  3          0          1          2          -15       1         

 

„გ“ ჯგუფი

შევარდენის აკადემია - ლომები (ს.ა.) 35:0

ჯიქი - ლოკომოტივი 5:31

შევარდენის აკადემია - ლოკომოტივი 33:5

ჯიქი - ლომები (ს.ა.) 14:19

შევარდენის აკადემია - ჯიქი 43:7

ლოკომოტივი - ლომები (ს.ა.) 7:35

 

შევარდენის აკადემია        3          3          0          0          +99      6

ლომები (ს.ა.)            3          2          0          1          -2         4

ლოკომოტივი          3          1          0          2          -30       2

ჯიქი   3          0          0          3          -67      0

 

5 დეკემბერი

თასის მეოთხედფინალები

ლელო სარასენსი - მარტორქები (ს.ა.) (12:00)

ხვამლი - ხარები (12:00)

მუხიანის აკადემია - ლომები (ს.ა.) (12:22)

შევარდენის აკადემია - ლოკომოტივი (12:22)

 

ფიალის ნახევარფინალები

აკადემია - ლეოპარდები (ს.ა.) (12:44)

კოლხი რაინდები - ჯიქი (12:44)

 

ფინალი. 15:00