რაგბის კავშირის განცხადება

04.02.19

ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

 

201წლის მორიგი  წევრთა საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის თაობაზე

 

ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის მოწვევით 2019 წლის 24 თებერვალს, 14:00 საათზე, ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი #4 (სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“),  გაიმართება საქართველოს რაგბის კავშირის 2019 წლის მორიგი წევრთა საერთო კრება (ყრილობა) შემდეგი დღის წესრიგით:

 

  1. 2018 წლის სრკ-ს პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა;
  2. 2019 წლის  სრკ-ს ბიუჯეტის წარდგენა;
  3. ინფორმაციის წარდგენა ეროვნული ნაკრების შესახებ;

 

იმის გამო, რომ საერთო კრების (ყრილობის) დღეს სრკ-ს გამგეობის თავმჯდომარე არ იქნება საქართველოში გამგეობამ საერთო კრების (ყრილობის) თავმჯდომარედ ერთხმად განსაზღვრა გამგეობის წევრი გოჩა მაჭავარიანი.

 

სრკ-ს წევრთა მორიგი საერთო კრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სრკ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: WWW.RUGBY.GE

 

წარმოდგენილი დღის წესრიგი და კავშირის ნამდვილ წევრთა ხმათა რაოდენობა დამტკიცებულია სრკ-ს გამგეობის 2019 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით.

           

ნამდვილ წევრებს ან/და კლუბებს (გუნდებს) რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ  პრეტენზია საერთო კრებაში (ყრილობაში) ხმის უფლების შესახებ, უფლება აქვთ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში სრკ-სთან შეთანხმებით შეასწოროს შესაძლო ტექნიკური ხარვეზი ხმათა რაოდენობის ან/და ნამდვილი წევრობის შესახებ.

 

საქართველოს რაგბის კავშირის

გამგეობა

 

საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვის წევრთა სია