ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში

06.02.19

 

2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე, 7 თებერვალს ბორჯღალოსნები სეზონის პირველ ღია ვარჯიშს გამართავენ შევარდენზე.

 

7 თებერვალს, 11 საათზე გუნდი რუმინეთში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიშს გამართავს და გულშემატკივრებისა და მედიისთვის მთლიანი სესია ღია იქნება.

 

9 თებერვალს ბორჯღალოსნები წლის პირველ მატჩს რუმინეთში  გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 16:00 სთ-ზე კლუჟში გაიმართება.

 

რაგბის ევროპის ორი საშინაო მატჩი 17 თებერვალს (18:00) ესპანეთის წინააღმდეგ ავჭალაში ხოლო 10 მარტს (16:00) გერმანიასთან აია არენაზე (ქუთაისი) გაიმართება.

ორივე საშინაო მატჩის ბილეთების ონლაინ გაყიდვვა დაიწყო - www.TKT.GE/Rugby