დიდი 10 | ხარები 22:22 აია

10.02.19

© ანი რეხვიაშვილი

 

რუსთავში ‘ხარები’ დასკვნითი 10 წუთის წინ ქუთაისის ‘აიას’ 22:10 ამარცხებდა, მაგრამ მერე ორი ლელო გაუშვა და ფრეს დასჯერდა. ეს დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში მესამე ფრეა.

 

ანგარიში მასპინძლებმა კობა ბუჯიაშვილის ჯარიმით გახსნეს, თუმცა მატჩის განახლებისთანავე თორნიკე მანაგაძისგან ლელო მიიღეს. დავით გობეჯიშვილმა ზუსტი გარდასახვის შემდეგ 22-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და სტუმრები 10:3 დაწინაურდნენ.

 

მასპინძლებმა თამაშს მოუმატეს და 30-ე წუთზე ლექსო მელიქიშვილმა, ხოლო 5 წუთში ნიკა კევლიშვილმა ლელოები გაიტანეს. ბუჯიაშვილმა ერთი გარდასახა და ტაიმი 15:10 დასრულდა. ანგარიში მეორე ტაიმის შუაში შეიცვალა, მელიქიშვილმა დუბლი შეასრულა და ბუჯიაშვილის გარდასახვაც ზუსტი იყო.

 

ქუთაისელები მარცხს არ შეეგუენ და 70-ე წუთზე შოთა არეშიძეს ლელო გობეჯიშვილმა გარდასახა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ლელო არსენ მაჩალაძემ მიითვალა და წონასწორობა აღადგინა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და გუნდებმა 2-2 ქულა გაიყვეს.