რაგბი ევროპა | ცვლილება ბორჯღალოსნების რიგებში

10.03.19

© გოგიტა ბუხაიძე

 

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე რაუნდში, ქუთაისის „აია არენაზე“ გერმანიასთან გასამართი მატჩის წინ, ბორჯღალოსნების რიგებში ერთი იძულებითი ცვლილება განხორციელდა.

 

18 წლის კვაჭმა ვანო კარკაძემ, რომელიც მარქაფაში იყო და მესამე კეპის მოსახვეჭად ემზადებოდა, ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა. ექიმების დასკვნით, ის დღეს მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს.

 

 

მის ნაცვლად თადარიგში თორნიკე მატარაძე იქნება, რომლის ანგარიშზე 7 სანაკრებო მატჩია.