სცადე რაგბი

14.03.19

 

რაგბის ეროვნული აკადემია 14-17 წლის ტანმაღალ ბიჭებს, რომლებსაც რაგბი ჯერ არ უთამაშიათ, სინჯებზე იწვევს.

 

თუ ხარ 185 სანტიმეტრზე მაღალი, გიყვარს სპორტი და ვარჯიში, რაგბის ეროვნული აკადემია გაზიარებს რაგბს და მოგცემს შანსს მას პროფესიულ დონეზე დაეუფლო!

 

მოზარდებისთვის რაგბის ეროვნული აკადემიის პროფესიონალი მწვრთნელები ჩაატარებენ სპეციალურ სარაგბო ვარჯიშებს ტექნიკურ-ფიზიკური კონდიციების დასახვეწად.

 

აღმოსავლეთ საქართველოში, მსურველები 22 მარტს, 15 საათზე, უნდა გამოცხადდნენ საქართველოს რაგბის კავშირში (მის.: ჭაბუა ამირეჯიბის 6); დასავლეთ საქართველოში მსურველები უნდა გამოცხადდნენ 23 მარტს, 10 საათზე ქუთაისში, ნუგზარ ძაგნიძის სახელობის აკადემიაში (მის.: კონსტანტინე გამსახურდიას 63).

 

ცნობისათვის, საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მორაგბემ, მსოფლიო დონის ვარსკვლავმა, მამუკა გორგოძემ რაგბის თამაში 16 წლის ასაკში დაიწყო და უკვე 19 წლისამ ბორჯღალოსნების მაისური მოირგო.

 

რაგბი ჩვენი თამაშია!

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

EMAIL - s.maisuradze@rugby.ge