განვითარების ჯგუფის განცხადება

09.04.19

 

 

საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფმა I და II მეორე დონის მწვრთნელთა მომზადების სემინარებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.

 

სემინარები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე და რეგიონებში გაიმართება. მისი დაწყების ზუსტ თარიღთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

 

სწავლება ფასიანია და მისი საფასური შეადგენს 170 (ას სამოცდაათ) ლარს.

 

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები ელექტრონული ფორმით, მისამართზე:  development@rugby.ge

 

1.      სარეკომენდაციო წერილი (იხ. თანდართული ფორმა)

 

2.      განაცხადი (იხ. თანდართული ფორმა).    

 

3.      სწავლების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთის ასლი (იხ. თანდართული სრკ საბანკო რეკვიზიტები)

 

საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი