მასტერკლასების ჩანაწერები

25.06.19

 

 

გასული 2 თვის განმავლობაში, ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბის წევრებმა და მერაბ კვირიკაშვილმა, ქართულ კლუბებში მომუშავე მწვრთნელებისა და მოთამაშეებისთვის ოთხი თემატური მასტერკლასი გამართა.

 

თითოეული მასტერკლასი დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა და ყველა მათგანი ორი ნაწილისგან შედგებოდა - თეორიული და პრაქტიკული.

 

პირველი, სისწრაფისა და სისხარტის მასტერკლასი ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა ჯედ მაკნამარამ ჩაატარა. იხილეთ ვიდეო:

https://youtu.be/03YbGRX2r84

 

დაცვის ორგანიზებისა და ბოჭვის ტექნიკის მასტერკლასი ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ჩაატარა:

https://youtu.be/VrK8anEucYc

https://youtu.be/D7t20m3bmBQ

 

მესამე მასტერკლასი - კარში დარტყმისა და ფეხით თამაშის ბორჯღალოსან მერაბ კვირიკაშვილს ეკუთვნის, რომელიც ნაკრების საუკეთესო მექულეა და კეპების რაოდენობით პირველ აგილზეა:

https://youtu.be/JXai42Zu4jg

https://youtu.be/Pn8Lrz_VeLM

 

მეოთხე მასტერკლასი სპეციფიურ სარაგბო ფიზ.მომზადებაზე ბორჯღალოსანთა მწვრთნელ ირაკლი ჭყონიას ეკუთვნის:

 https://youtu.be/7a_ApbvBqWM

 

თემატური მასტერკლასები, რომელთაც პროფესიონალი მწვრთნელები გაუძღვებიან მომავალშიც გაგრძელდება და მათი ჩატარების შესახებ ინფორმაციას სისტემატურად მოგაწვდით.