მოთამაშეთა ჯანმრთელობის შეფასებისა და რეაბილიტაციის სემინარი „შევარდენზე“

26.06.19

 

3 ივლისს, 14:30 საათზე, ბორჯღალოსანთა სამედიცინო სტაფის წარმომადგენლები - ედ ბარი, საიმონ ფოუფი და უილ ლევისი, ქართული კლუბების ექიმების, მასაჟისტებისა და ფიზ.მომზადების სპეციალისტებისთვის თემატურ სემინარს გამართავენ.

 

სემინარი „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე, დავით კილასონიას სახელობის რაგბის ეროვნული აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება თემაზე: მორაგბეთა ჯანმრთელობის შეფასება და რეაბილიტაცია.

 

სემინარის დასრულების შემდეგ, მსმენელები ბორჯღალოსნების ვარჯიშს დაესწრებიან.

 

სემინარზე დასწრების მსურველები დაგვიკავშირდით:

 

EMAIL - s.maisuradze@rugby.ge