„საბას თასი“ - 2-დღიანი საქველმოქმედო ღონისძიება

26.06.19

 

29-30 ივნისს, თბილისსა და ქუთაისში 2-დღიანი საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართა, რომლის მიზანი ლეიკემიით დაავადებული მოზარდების დახმარებაა.

 

დღეს, 26 ივნისს, ქუთაისის ‘არესის’ მორაგბის, საბა მაღლაფერიძის დაბადების დღეა, რომელიც ლეიკემიით გარდაიცვალა და მისი ბოლო სიტყვები იყო - „ბიჭებს უთხარით, რომ საბამ ბოლომდე იბრძოლა...“ - სწორედ საბას ბრძოლის გაგრძელებაა ეს ორდღიანი ღონისძიება.

 

მისი პირველი, სპორტული ნაწილი, 29 ივნისს საბას მშობლიურ ქალაქ ქუთაისში ჩატარდება და „აია არენაზე“ 2006-2007 წლებში დაბადებულ მორაგბეებს შორის „საბას თასი“ გათამაშდება. ტურნირი, რომელიც ტრადიციული გახდება, 11 საათზე დაიწყება და მასში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პარალელურად, ქუთაისში დაიდგმება სპეციალური,  შესაწირი ყუთები და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

 

მეორე დღეს, 30 ივნისს თბილისში, ლისის ტბაზე გაიმართება სარაგბო ეკიპირების გამოფენა-გაყიდვა, ასევე „ჩემპიონთა აკადემიის“ აბონიმენტებისა და ეკიპირების გაყიდვა. იქვე გაიყიდება ვაკის ხორცპროდუქტების ჰოთ-დოგები და გამაგრილებელი სასმელები.

 

ორი დღის ჯამში, ქუთაისსა და თბილისში შეგროვილი თანხა, სრულად გადაეცემა „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს“.