მსოფლიო თასისთვის 43 მორაგბე მოემზადება

27.06.19

 

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან.

 

რაზმში 26 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა. გაფართოებულ შემადგენლობაში 28 ლეგიონერია, 15 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. გაფართოებულ რაზმში არ არიან, თუმცა მსოფლიო თასისთვის მზადების პერიოდში გუნდთან ერთად მოემზადებიან პერსპექტიული მოთამაშეები - მეორე ხაზელი ლაშა ჯაიანი და 9 ნომერი მიხეილ ალანია. 

 

დაგეგმარება და მზადება შეკრებისთვის

 

ამ ეტაპზე სამწვრთნელო შტაბი შეკრებისთვის მომსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს, მიმდინარეობს დაგეგმარების პროცესი, რათა შეკრებას გუნდი საუკეთესო ფორმაში და მზად შეხვდეს.

 

აღსანიშნავია, რომ ქართულ კლუბებში მოთამაშე მორაგბეები, ნაკრების ბირთვის ადგილობრივი ჯგუფი პერიოდულად იკრიბებოდა შევარდენზე და გეგმიურ ვარჯიშებს გადიოდა, ხოლო, ლეგიონერებს ამ ეტაპზე სავალდებულო დასვენების პერიოდი აქვთ. 

 

„დღეს გაგაცნობთ იმ გაფართოებულ შემადგენლობას, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება. ეს სახეები ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ვესაუბრე სამწვრთნელო შტაბს და ტრავმის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, დანაკლისი არ გვაქვს. გუნდში ერთსულოვნებაა, რაც წინაპირობა უნდა გახდეს იმ წარმატებისა, რასაც იაპონიაში ველოდებით“ - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ. 

 

„დავასახელეთ გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მოემზადება. ჯგუფში არიან ისეთი მორაგბეებიც, რომლებიც კლუბში მიღებული ტრავმების შემდეგ ახლაც რეაბილიტაციას გადიან, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ შეკრების პირველი ნაწილისთვის ისინი მზად იქნებიან. შემადგენლობაში გვყავს გამოცდილი მორაგბეები, რომელთაც დავამატეთ ორი ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშე. ისინი გუნდთან ერთად ივარჯიშებენ და გვაქვს იმედი, რომ მომავალში ნაკრების წარმატებაში დიდ როლს ითამაშებენ“ - თქვა მილტონ ჰეიგმა.  

 

გენერალური რეპეტიცია მსოფლიო თასამდე

 

მსოფლიო თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე, ბორჯღალოსნები სამ საკონტროლო თამაშს გამართავენ, აქედან ორი თბილისში შედგება და დროის ზუსტად იმ შუალედით, როგორიც მსოფლიო თასზე იქნება.

 

თიბისი რაგბის სერიების ეგიდით, 27 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“ რუსეთის, ხოლო 31 აგვისტოს „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს ვეთამაშებით, რომელიც პირველი თიერ 1 ნაკრებია, ვინც საქართველოში ჩამოდის. მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი შეხვედრა 6 სექტემბერს სტუმრად, შოტლანდიასთან „მარიფილდზე“ გვექნება. 

 

რაც შეეხება მსოფლიო თასს, იქ „დ“ ჯგუფში ვითამაშებთ და 23 სექტემბერს ტოიოტაში უელსს შევხვდებით; 29-ში კუმაგაიაში ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს ფიჯის ოსაკაში ვერკინებით; ხოლო ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს შიზუოკაში, ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ. 

 

 

 

საქართველოს ბორჯღალოსნები

2019  |  რაზმი მსოფლიო თასის საწვრთნელი შეკრებისთვის

No

სახელი და გვარი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

 

უკანა ხაზი [ბექები]

 

მერაბ კვირიკაშვილი

1983

115

16147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 6სბ

სანდრო თოდუა

1987

78

11ლ 2სბ

გიორგი აფციაური

1994

25

სოსო მათიაშვილი

1993

17

6 2120ჯ [132 ქ]

მირიან მოდებაძე

1997

8

5

ზურაბ ძნელაძე

1992

7

დავით კაჭარავა

1985

114

22ლ [4 კაპ] 3სბ

მერაბ შარიქაძე

1993

63

12 [16 კაპ]

თამაზ მჭედლიძე

1993

51

7ლ სბ

გიორგი კვესელაძე

1997

18

3

10

ლაშა მალაღურაძე

1986

91

541გ 25 3ა [191 ქ] 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

1988

74

9ლ 4გ [53 ქ]

10

რევაზ ჯინჭველაშვილი

1995

8

:

10

თედო აბჟანდაძე

1999

7

7 6 [39]

9

გიორგი ბეგაძე

1986

65

2სბ

9

ვასილ ლობჟანიძე

1996

43

8

9

გელა აფრასიძე

1998

15

2 7გ [24 ქ]

9

მიხეილ ალანია

2000

0

:

 

შერკინება [ფორვარდები]

 

1

მიხეილ ნარიაშვილი

1990

54

2ლ სბ

1

კახა ასიეშვილი

1987

34

5

1

გიორგი თეთრაშვილი

1993

10

:

1

გურამ გოგიჩაშვილი

1998

5

2

შალვა მამუკაშვილი

1990

66

6 სბ

2

ჯაბა ბრეგვაძე

1987

54

2 4სბ

2

გიორგი ჭყოიძე

1991

6

:

2

ვანო კარკაძე

2000

2

:

3

ლევან ჩილაჩავა

1991

48

8 სბ

3

გიორგი მელიქიძე

1996

13

3

ბექა გიგაშვილი

1992

7

:

3

ლაშა ტაბიძე

1997

4

:

2ხ

გიორგი ნემსაძე

1984

90

14ლ [11 კაპ] 6სბ

2ხ

შალვა სუთიაშვილი

1984

75

2ლ [15 კაპ] 3სბ

2ხ

კოტე მიქაუტაძე

1991

57

2ლ 3სბ

2ხ

ნოდარ ჭეიშვილი

1990

22

:

2ხ

დავით გიგაური

1994

3

2ხ

გრიგორ ქერდიყოშვილი

1994

1

2ხ

ლაშა ჯაიანი

1998

0

:

3

გიორგი თხილაიშვილი

1991

50

11ლ სბ

3

ლაშა ლომიძე

1992

44

6 + 2 სბ

3ხ

ბექა ბიწაძე

1991

29

6ლ + 3შ

3

ოთარ გიორგაძე

1996

20

4ლ

3ხ

გიორგი ცუცქირიძე

1996

18

3ლ 2სბ

3

ბექა გორგაძე

1996

17

6ლ + 2სბ

3

საბა შუბითიძე

1994

12

:

3

ბექა საღინაძე

1998

3

:

27/06_2019 @ 14.30