ზაზა ლეჟავას სემინარი 7-კაცა რაგბზე

01.07.19

 

საქართველოს 7-კაცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა, ხუთშაბათს, 4 ივლისს, 16:30 საათზე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე სემინარს გამართავს.

 

სემინარი დავით კილასონიას სახელობის რაგბის ეროვნული აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება თემაზე: 7-კაცა რაგბის სტრატეგია დაცვასა და შეტევაში; მოთამაშეთა სელექცია.

 

სემინარზე დასწრების მსურველები დაგვიკავშირდით:

 

EMAIL - s.maisuradze@rugby.ge