ხუთი სემინარი „შევარდენზე“

06.07.19

 

მომავალ კვირაში ქართული კლუბების მწვრთნელებისა და მოთამაშეებისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ხუთი სემინარი გაიმართება.

 

8 ივლისს, 14 საათზე, სემინარს ბორჯღალოსნების ინგლისელი შერკინების მწვრთნელი გრეემ როუნთრი გამართავს, თემაზე - მორკინალების თამაში;

 

9 ივლისს, 14:30 საათზე სემინარს ბორჯღალოსნების ახალ ზელანდიელი მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ჩაატარებს, თემაზე - შეტევის სტრატეგია;

 

10 ივლისს, 15 საათზე, სემინარს ბორჯღალოსნების ფეხით თამაშის მწვრთნელი დინ კამინსი გამართავს თემაზე - კარში დარტყმა და ფეხით თამაში;

 

11 ივლისს, 16 საათზე, 7-ქალას ნაკრების მწვრთნელი გიორგი მაისურაძე ჩაატარებს სემინარს თემაზე - ვარჯიშის დაგეგმვა და პერიოდიზაცია;

 

13 ივლისს, ბორჯღალოსნების ფიზ.მომზადების ჯგუფის წევრის, ბენ ესენჰაის სემინარი 11 საათზე დაიწყება, თემაზე - ჯიპიეს ტექნოლოგიების მნიშვნელობა.

 

ყველა სემინარი დავით კილასონიას სახელობის რაგბის ეროვნული აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება. დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდეთ მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერთან, სიმონ მაისურაძესთან ელექტრონულ მისამართზე: s.maisuradze@rugby.ge