დავით ნემსაძის სემინარი

08.07.19

 

შაბათს, 13 ივლისს, ბორჯღალოსნების ფიზ.მომზადების მწვრთნელი დავით ნემსაძე, „შევარდენზე“ სემინარეს გამართავს, თემაზე - სისწრაფისა და სისხარტის განვითარების მეთოდები თანამედროვე რაგბში.

 

სემინარი 14 საათზე, დავით კილასონიას სახელობის რაგბის ეროვნული აკადემიის საკონფერენციო დარბაზში დაიწყება.

 

დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდეთ მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერთან, სიმონ მაისურაძესთან ელექტრონულ მისამართზე:

 

s.maisuradze@rugby.ge