განვითარების ჯგუფის განცხადება

22.07.19

 

 

 

საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი იწყებს განაცხადების მიღებას პირველი და მეორე დონის მწვრთნელთა მომზადების სემინარებისთვის აჭარის რეგიონში.

 

სემინარები 6-12 აგვისტოს ბათუმის რაგბის სტადიონზე ჩატარდება. მასზე დასწრების მსურველებმა განაცხადები და საჭირო საბუთები უნდა წარმოადგინონ 3 აგვისტოს 14 საათამდე, ელექტრონული ფორმით, მისამართზე: development@rugby.ge

 

მსურველებმა უნდა წარადგინონ: 

 

1.      სარეკომენდაციო წერილი (იხ. თანდართული ფორმა)

 

2.      განაცხადი (იხ. თანდართული ფორმა).  

 

საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი