საშეჯიბრო განაცხადები

28.07.19

 

 

კლუბების მენეჯერთა საყურადღებოდ!

 

25 ივლისს დაიწყო და 5 აგვისტოს სრულდება
ახალი, 2019-20 წლების საშინაო სეზონის 
საშეჯიბრო განაცხადების მიღება

შესავსებია ოდნავ განახლებული, შარშანდელივით მარტივი, ექსელის ფორმა,
რომელიც 
უნდა ჩამოტვირთოთ აქედან  http://files.rugby.ge/SIA/2020/sia_2019-20.xls
და შეინახოთ თქვენს კომპიუტერში

ფორმა უნდა შეავსოთ ქართული იუნიკოდით [KA]
და დროულად გადმოაგზავნოთ მეილზე siebi@rugby.ge

 

ახალ ფორმაში

1) აღარაა გრაფა "სხვა სახელი":
    თუ პირს რამდენიმე სახელი ჰქვია, ჩამოთვლით გრაფაში "სახელები"
 
2) მოთამაშეთა სიას მარჯვნიდან, მწვანე ფონზედაჰყვება ნუმერაცია
 
3) დამატებულია გრაფა "შარშან" – რომელ კლუბში ირიცხებოდა?  ამისი დანიშნულებაა გადასვლათა უფრო იოლად აღმოჩენა და მოწესრიგება – წინა სეზონში გვქონდა შემთხვევები, როცა უპასუხისმგებლო მოთამაშე ეწერებოდა ერთბაშად ორ და სამ (!) გუნდშიც კი
 
 
პირველადი განაცხადის მიღებისა და გამოქვეყნების შემდეგ –
რაც დასტურდება
 ცხრილებში გუნდის სახელის გაწითლებით
სეზონის ბოლომდე აღარ მიიღება სხვა | სანაცვლო სრული სიები
 
მოთამაშეთა | მათი მონაცემების დასამატებლად უნდა შეივსოს მინი’ფორმა
http://files.rugby.ge/SIA/2020/DAMATEBA_2019-20.xls
და გამოიგზავნოს მეილზე
 
ამოსაშლელად ცხრილიდან უნდა გახსნათ სია და მოიწეროთ გვარი + ნომერი
 
 
სტატისტიკისა და მონაცემთა დამუშავების კომიტეტი