მარიფილდზე გასამართი მატჩის აკრედიტაცია

30.07.19

 

მედია საშუალებების საყურადღებოდ, შოტლანდიის რაგბის კავშირმა დაიწყო სააკრედიტაციო განაცხადების მიღება 6 სექტენბერს, მარიფილდზე (ედინბურგი) შოტლანდია-საქართველოს მატჩზე დასასწრებად.

 

იმ მედია საშუალებების წარმომადგენლებს, რომელბიც აპირებთ აღნიშნულ მატჩზე დასწრებას გთხოვთ, შეავსოთ მედია აკრედიტაცია შემდეგ ბმულზე: https://www.scottishrugby.org/contact-us/media-accreditation-scottish-rugby

 

ასევე, ყველა აპლიკანტმა სააკრედიტაციო ფორმის შევსებასთან ერთად უნდა გაგზავნოთ თქვენი პასპორტის ტიპის ფოტო JPG ფორმატში შემდეგ იმეილზე: media.accreditation@sru.org.uk ფოტოების გაგზავნამდე თქვენი აკრედიტაცია არ ჩაითვლება მიღებულად.

 

სააკრედიტაციო ფორმების შევსების ბოლო ვადაა 9 აგვისტო 20:00 (საქ დროით. 17:00 ბრიტანეთის დროით).