განვითარების ჯგუფის განცხადება

31.07.19

 

 

საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი იწყებს განაცხადების მიღებას პირველი დონის მწვრთნელთა მომზადების სემინარისთვის იმერეთის რეგიონში.

 

სემინარი ქუთაისში, ‘აია არენაზე’ 26 აგვისტოს დაიწყება და 1 სექტემბერს დასრულდება. მასზე დასწრების მსურველებმა განაცხადები და საჭირო საბუთები უნდა წარმოადგინონ 16 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონული ფორმით, მისამართზე: development@rugby.ge

 

მსურველებმა უნდა წარადგინონ:

 

1. სარეკომენდაციო წერილი (იხ. თანდართული ფორმა) 

 

2. განაცხადი (იხ. თანდართული ფორმა)  

 

საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი