შოტლანდიელებმა ჰიმნისთვის მოიბოდიშეს

08.09.19

© REUTERS

 

შოტლანდიის რაგბის კავშირმა „მარიფილდზე“ 6 სექტემბერს გამართული მატჩის წინ შეცდომით შესრულებული საქართველოს ჰიმნის გამო ოფიციალურად მოიბოდიშა.

 

სქოთები წერენ, რომ ედინბურგში 36:9 მოგებული შეხვედრა „მარიფილდის“ ხელმძღვანელობამ შეცდომით გააუფერულა.

 

საქართველოს რაგბის კავშირმა ეს ფაქტი სტადიონზევე გააპროტესტა. მასპინძლებმა იქვე მოიბოდიშეს და მატჩის შემდგომ მიღებაზე საქართველოს ჰიმნის სწორი ვერსია შეასრულეს.

 

შეცდომა გააპროტესტა საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილმაც:

 

„საქართველოს ჰიმნის ძველი ვერსიის მოსმენით, ყველანი გაოცებული ვართ. საქართველოს საელჩო მზადაა, რომ შემდეგ ჯერზე „მარიფილდს“ ჰიმნის სწორი ვერსია მიაწოდოს“.

 

შოტლანდიის რაგბის კავშირმა ამ შეცდომისთვის დაუყოვნებლიოვ მოიბოდიშა:

 

„ეს იყო კომუნიკაციის ნაკლებობით გამოწვეული გაუგებრობა და ჩვენ დაუყოვნებლივ მოვუბოდიშეთ ქართულ დელეგაციას. სტუმრებისადმი პატივისცემის გამოხატვის მიზნით, ჰიმნის სწორი ვერსია მატჩისშემდგომ ცერემონიალზე შევასრულეთ და ასე შევხვდით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს და მოთამაშეებს. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს საქართველოს რაგბის კავშირთან“.

 

წაიკითხე მეტი აქ: წყარო