მათიაშვილი კვირის სიმბოლურში

11.09.19

© ლევან ვერძეული

 

ბორჯღალოსანი ფულბეკი სოსო მათიაშვილი, ავტორიტეტულმა Ultimaterugby-მ კვირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

 

ის ერთადერთი წარმომადგენელია "მეორე დონის" ქვეყნებიდან. გამოცემა წერს - „მათიაშვილი გამორჩეული იყო შოტლანდიასთან მატჩში. მან 11 მცველი ჩამოიცილა და ბურთით ხელში 80-ზე მეტი მეტრი გაიარა“.

 

სიმბოლურშია ჩვენი მეტოქის მგეზავი ადამ ჰეისთინგსი. სულ სიმბოლურში 3-3 ინგლისელი, ახალ ზელანდიელი და ირლანდიელი, ორ-ორი სამხრეთ აფრიკელი და ავსტრალიელი და თითო-თითო ქართველი და შოტლანდიელი მოხვდნენ.

 

მათიაშვილს ბორჯღალოსანთა კვართით 19-ჯერ უთამაშია და მის ანგარიშზე 135 ქულაა.